დახმარება
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე hello@codniko.ge — ვპასუხობთ ორ სამუშაო დღეში.
ინტერნეტი სჭირდება?
მხოლოდ ერთხელ — ანგარიშის შესაქმნელად და გაკვეთილების ჩამოსატვირთად. ამის შემდეგ ბავშვი ოფლაინშიც თამაშობს: პროგრესი ტელეფონში ინახება და ინტერნეტის დაბრუნებისას თავისით სინქრონიზდება.
როგორ შევზღუდო ეკრანის დრო?
მშობლის სივრცე → პარამეტრები → დღიური ლიმიტი: 10, 15, 20, 30 წუთი ან შეუზღუდავი. დროის ამოწურვისას ბავშვს დასვენებას ვთავაზობთ და არა აკრძალვას.
შემიძლია რამდენიმე ბავშვის დამატება?
დიახ. მშობლის სივრცე → ბავშვები. თითოეულს თავისი პროგრესი, ვარსკვლავები და პერსონაჟი აქვს; გადართვა ერთი შეხებით ხდება.
ბავშვი შემთხვევით ხომ არ მოხვდება მშობლის ნაწილში?
არა. მშობლის სივრცე დაცულია მარტივი გამრავლების ამოცანით (Parent Gate), რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვს არ გამოუვა.
როგორ გამოვიდე ანგარიშიდან?
მშობლის სივრცე → პარამეტრები → „გამოსვლა“. ბავშვის პროგრესი ტელეფონზე რჩება და იმავე ანგარიშით შესვლისას ისევ დაგხვდება. სხვა ანგარიშით შესვლისას ლოკალური მონაცემები იწმინდება — ერთი ოჯახი მეორის პროგრესს ვერ ნახავს.
როგორ წავშალო ანგარიში?
აპლიკაციიდან: მშობლის სივრცე → პარამეტრები → „ანგარიშის წაშლა“. წაშლა მაშინვე სრულდება — ბავშვების პროფილები, პროგრესი და მოვლენები იშლება როგორც სერვერიდან, ისე ტელეფონიდან.
როგორ მოგწეროთ აპლიკაციიდან?
მშობლის სივრცე → პარამეტრები → „დაგვიკავშირდით“. სათაური და ტექსტი საკმარისია — ვინ წერს, ჩვენ ვიცით, ცალკე მითითება არ სჭირდება.
რეკლამა ან შესყიდვები ხომ არ არის ბავშვის ნაწილში?
არა. ბავშვის სივრცეში არ არის რეკლამა, გარე ბმულები, ჩატი ან შესყიდვა. მესამე მხარის ანალიტიკას არ ვიყენებთ.
ილუსტრაციები
ცხოველების, ხილის, ტრანსპორტის, ბუნებისა და კოსმოსის ბარათებზე გამოყენებულია Noto Emoji (Google, Apache License 2.0). დროშები და რუკები საჯარო დომენიდანაა (Noto region-flags, Natural Earth). ფერების, ფორმების, რიცხვების, პლანეტებისა და გლობუსების ნახატები ჩვენია.
